თარიღი: 5/31/2019
ნომერი: 7239/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№7239/2/2018 31.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „გ…“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, გ. ეპიტაშვილის, გ. თინიკაშვილი, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 31.05.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „გ.-ს“ 3.12.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
დარიცხული ჯარიმის სრულად შემცირება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 სექტემბრის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის №32764 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 41 654 ლარი
მათ შორის:
დღგ - 20 649 ლარი
ჯარიმა - 10 324 ლარი
საურავი - 10 681 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის №19932 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საზოგადოების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 4 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 7 სექტემბრის №24907 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 11 სექტემბრის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებები დამატებით განისაზღვრა 41 654 ლარით. მათ შორის, დღგ - 20 649 ლარი, ჯარიმა - 10 324 ლარი და საურავი - 10 681 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 11 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 ნოემბრის №32764 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
საზოგადოების დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №109949/01 წერილში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე სრულად შემცირდა დარიცხული თანხა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს შეწყდეს საქმის წარმოება 2018 წლის 3 დეკემბერს წარმოდგენილ საჩივარზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე