თარიღი: 5/31/2019
ნომერი: 7130/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

 №7130/2/2018 31.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ლ…
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, გ. ეპიტაშვილის, გ. თინიკაშვილი, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 31.05.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ლ…“-ს 12.11.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ოქტომბრის №31552 ბრძანება;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №049-15 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 29 794 ლარი

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.05.2018 წლის №CB878549 სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 29 794 ლარით. აღნიშნული ოქმი 2018 წლის 21 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.05.2018 წლის №13445 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ა) სახეობების მიხედვით საქონლის ფასნამატის გაანგარიშება (ცხრილების სახით) შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად; ბ) კონსიგნაციის ფაქტის ამსახველი მტკიცებულება (დოკუმენტაცია) ჩაშლილი თვეებისა და პიროვნებების (მოვალეების) მიხედვით; გ) აფთიაქში გამოცხადებული ფასდათმობების შესახებ მტკიცებულებები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ტექნიკური უზუსტობის გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს; ა) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არაა ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში; აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №049-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 30 ოქტომბრის №31552 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის №32424 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის კახეთის განყოფილების ოფიცრებმა ჩაატარეს საზოგადოების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას საზოგადოების დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სმფ-ების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. სავაჭრო ობიექტის მიხედვით ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). საზოგადოების ობიექტში 2017 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 133 831.80 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №16–ის მონაცემების საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ, 2018 წლის 12 იანვარს შეადგინა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა 112 507.29 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა (დანართი N21–ის მე–6 სვეტის ჯამი) – 16 459 ლარი.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის (პროექტის) I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2017 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (5 დეკემბერი, 2017წ);
- საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი - 258 631 ლარი – გადამხდელის 2016 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით;
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება – 284 121.28 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებების თანხების ჯამი;
- 2017წ 1 – 2017 წ 12 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები – 211 323.60 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზებული საქონლის ღირებულება - 10 429.95 ლარი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე; რეალიზებული საქონელი სულ - 221 753.55 ლარის ოდენობით;
- საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 30.16%. მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16 და დანართი №21–ის მონაცემებს, კერძოდ შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების (სულ 3637 დასახელების) საბაზრო ღირებულება და შეძენის ჯამური ღირებულება. ანგარიშიდან გამოვრიცხეთ ის დასახელებები, რომელთა მიხედვით საბაზრო ფასი ან შეძენის ღირებულება იყო უცნობი;
ზემოთაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2017 წლის 5 დეკემბერი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 372 382.31 ლარი.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 355 923.31 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით – 463 269.78 ლარი. აღურიცხავი სმფ-ები გამოვლინდა 112 507.29 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას 2018წ 12 იანვარს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის II ცხრილის) პროექტით. გადამხდელი არ დაეთანხმა პროექტს და 2017წ 22 იანვარს წარმოადგინა წერილობითი პოზიცია. აღნიშნული წერილით გადამხდელმა განაცხადა, რაც ასევე მედიაციის საბჭოს მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ: 1) ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული სახის საქონელი ჩაითვალა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველად, მაგრამ მათგან გარკვეულ ნაწილზე არსებობდა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და მოითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და აქედან გამომდინარე, ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება. ამასთან, ნაწილი იმ საქონლისა, რომელიც ჩაითვალა აღურიცხველად, ასახული იყო სააღრიცხვო (ბუღალტრულ) ნაშთში და ამ მხრივ ჩაითვალა დანაკლისადაც. აქედან გამომდინარე, მოითხოვა, რომ აღურიცხველის ნაწილში საკითხის შესწავლის შედეგიდან გამომდინარე, მომხდარიყო დანაკლისის ნაწილის კორექტირებაც. 2. არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილ ფასნამატს - 30,16%, რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთის დასადგენად და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობის - დანაკლისის საბაზრო ფასის განსაზღვრისას. გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და აქედან გამომდინარე, ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება. 3) არ დაეთანხმა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილ სმფ-ების თანხობრივ ბუღალტრულ ნაშთს (დანართი №19-ს), რომლის ღირებულება 2017 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული იყო 372 382.3 ლარი (პირვანდელი ღირებულებით) და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაშთი არ იყო შემცირებული კონსიგნაციით მიწოდებული საქონლის (ნაწილი) ღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა, რომ დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე მომხდარიყო შესაბამისი კორექტირება და შემდეგ განხორციელებულიყო სმფ-თა ინვენტარიზაციის შედეგების გაფორმება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ (2018 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი №7) იმსჯელა გადამხდელის წარმოდგენილი პრეტენზიების ირგვლივ. გადამხდელის პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა 20 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის წარედგინა განსახილველი საკითხის შესაბამის ნაწილში აღნიშნული მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის და განსახილველი შესაბამისი საკითხის ნაწილში აღნიშნულის გათვალისწინებით და საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინათ ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება);
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად, აღურიცხველი სმფ- ები გამოვლინდა 293.63 ლარის ოდენობით, ხოლო დანაკლისმა შეადგინა 297 947.48 ლარი საბაზრო ღირებულებით.
ამრიგად, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საზოგადოებას ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა საჯარიმო სანქცია 29 994.75 ლარის ოდენობით.
საზოგადოების მიმართ 2018 წლის 3 მაისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB878549 და №CB878548, რომლებიც იმავე დღეს ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს.
გადასახადის გადამხდელმა არ დაეთანხმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 3 მაისის №CB878549 და №CB878548 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და 2018 წლის 21 მაისს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 31 მაისის N13445 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ა) სახეობების მიხედვით საქონლის ფასნამატის გაანგარიშება (ცხრილების სახით) შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად; ბ) კონსიგნაციის ფაქტის ამსახველი მტკიცებულება (დოკუმენტაცია) ჩაშლილი თვეებისა და პიროვნებების (მოვალეების) მიხედვით; გ) აფთიაქში გამოცხადებული ფასდათმობების შესახებ მტკიცებულებები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს, ტექნიკური უზუსტობის გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს; ა) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არაა ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში; აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 21 სექტემბრის ბრძანება და 25 სექტემბრის №049-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა ის დოკუმენტები, რომელიც გადამხდელის მიერ უკვე წარმოდგენილი იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების (2018 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი №7) საფუძველზე და რომლის გათვალისწინებით განხორციელებულ იქნა ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანებით განსაზღვრული საკითხების დამატებით შესწავლისთვის საჭირო დამატებით მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭომ საკითხის განხილვისას მიუთითა სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად:
„დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
თ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის
განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული 2018 წლის 25 სექტემბრის №049-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი იყო ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი (დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ცხრილები სახეობების მიხედვით, საქონლის ფასნამატის გაანგარიშება - ცხრილების სახით), გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუთების შესწავლის ნაცვლად მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერმა გასცა შემდეგი პასუხი: გადასახადის გადამხდელის მიერ წაროდგენილი იქნა ის დოკუმენტები, რომლებიც გადამხდელის მიერ უკვე იყო წარმოდგენილი. ამ პასუხის საფუძველზე დავების საბჭომ არ განიხილა საზოგადოების საჩივარი.
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს საჩივრის განხილვა და გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად დანაკლისის საფუძველზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.05.2018 წლის №CB878549 სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 29 794 ლარით. აღნიშნული ოქმი 2018 წლის 21 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.05.2018 წლის №13445 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ა) სახეობების მიხედვით საქონლის ფასნამატის გაანგარიშება (ცხრილების სახით) შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად; ბ) კონსიგნაციის ფაქტის ამსახველი მტკიცებულება (დოკუმენტაცია) ჩაშლილი თვეებისა და პიროვნებების (მოვალეების) მიხედვით; გ) აფთიაქში გამოცხადებული ფასდათმობების შესახებ მტკიცებულებები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ტექნიკური უზუსტობის გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს; ა) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არაა ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში; აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №049-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 30 ოქტომბრის №31552 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2019 წლის №6415-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა ის დოკუმენტები, რომელიც მომჩივნის მიერ უკვე იყო წარდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებით განხორციელდა ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ 2018 წლის 31 მაისის №13445 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული საკითხების დამატებით შესწავლისთვის საჭირო დამატებით მტკიცებულებას. შესაბამისად, არ არსებობდა ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის კორექტირების სათანადო საფუძველი.
საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საჩივარში აღნიშნული საკითხი უკვე ორჯერ განიხილა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ, რომლის ბოლო გადაწყვეტილების საფუძველზე საზოგადოების საჩივარი დარჩა განუხილველი, რადგან სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე