თარიღი: 8/2/2019
ნომერი: 8814/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№8814/2/2019 2.08.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ნ. კ.“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 2.08.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ნ...-ს“ 23.07.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს №23954 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 3 სექტემბრის №001-171 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №30706 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 22 874 ლარი
მათ შორის:
დღგ - 14 053 ლარი
ჯარიმა - 7 327 ლარი
საურავი - 1 494 ლარი

სადავო თანხა: 7 027 ლარი (ჯარიმა).

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის №15779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 29 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ანალიზი ჩაუტარდა ერთიანი ელ. ბაზების მიხედვით გადამხდელის მიერ 2017 აგვისტოს, დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის შესამოწმებელ თვეებში დასაბეგრ ბრუნვაზე გამოწერილ სას. ზედნადებებსა და ა/ფ-ებს, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მონაცემებისაგან. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა, სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით და გაზრდილი იქნა საწაროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის ძირითადი თანხა და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ა/ფ-ები, არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციაზე. შემოწმების შედეგად გადამხდელი დაექვემდებარა დაჯარიმებას სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად თითოეულ თვეზე, ჯამში 300 ლარის ოდენობით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 30 აგვისტოს №23954 ბრძანება და 2018 წლის 3 სექტემბრის №001-171 საგადასახადო მოთხოვნა. საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 22 874 ლარით. მათ შორის, დღგ - 14 053 ლარი, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე - 7 027 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის საფუძველზე - 300 ლარი და საურავი - 1 494 ლარი. დარიცხული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა 2018 წლის 5 ოქტომბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2018 წლის 24 ოქტომბრის №30706 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
დარიცხული ჯარიმისგან (7 027 ლარი) გათავისუფლების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა 12.11.2018 წელს მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომელმაც 27.02.2019 წლის №7134/2/2018 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის №15779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 29 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 30 აგვისტოს №23954 ბრძანება და 2018 წლის 3 სექტემბრის №001-171 საგადასახადო მოთხოვნა. საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 22 874 ლარით. მათ შორის, დღგ - 14 053 ლარი, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე - 7 027 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის საფუძველზე - 300 ლარი და საურავი - 1 494 ლარი. დარიცხული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა 2018 წლის 5 ოქტომბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2018 წლის 24 ოქტომბრის №30706 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. დარიცხული ჯარიმისგან (7 027 ლარი) გათავისუფლების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა 12.11.2018 წელს მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომელმაც 27.02.2019 წლის №7134/2/2018 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადასახადის გადამხდელმა 23.07.2019 წელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კვლავ წარმოადგინა იგივე შინაარსის საჩივარი და კვლავ მოითხოვა დარიცხული ჯარიმისგან (7 027 ლარი) გათავისუფლება იგივე საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე