თარიღი: 4/5/2019
ნომერი: 7183/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

№7183/2/2018 5.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „მ…“
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 5.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „მ.-ის“ 20.11.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №30209 ბრძანება;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს №049-10 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 19 465 ლარი (ჯარიმა).

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2018 წლის №CB895192 სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 20 039 ლარით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2018 წლის №CB895204 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 6 457 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმები 2018 წლის 23 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.07.2018 წლის №20350 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ფასნამატის გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ), ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.08.2018 წლის №049-10 საგადასახადო მოთხოვა, რომლის შესაბამისადაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეფარდებულმა ჯარიმამ შეადგინა 19 465 ლარი. ასევე, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.08.2018 წლის №049-11 საგადასახადო მოთხოვა, რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეფარდებულმა ჯარიმამ შეადგინა 3 461 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.08.2018 წლის №049-10 საგადასახადო მოთხოვა 2018 წლის 1 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 19 ოქტომბრის №30209 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 12 იანვრის №339 ბრძანების თანახმად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერებმა განახორციელეს საზოგადოების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე საზოგადოების დირექტორს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, რის საფუძველზეც მანვე 2018 წლის 12 იანვარს №1 ბრძანებით შექმნა საინვენტარიზაციო კომისია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას საზოგადოების დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე საზოგადოებას სმფ-ების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სმფ-ების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სმფ-ების შესახებ.
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). საზოგადოებაში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 137 510,78 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №16-ის მონაცემების საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ, შეადგინა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების პირვანდელი ღირებულებით (დანართი#21-ის მე-6 სვეტის ჯამი)- 82 354,7 ლარი.
საზოგადოების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ კანონით გათვალისწინებულ 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი (დანართი 19-ის I და II ცხრილი) არ იყო სწორად შევსებული, კერძოდ, კომისიის მიერ წარმოდგენილი ნაშთი არ ემთხვეოდა საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ჩვენს მიერ საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილ იქნა დანართი №19 ცხრილი I-II „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი.
სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთის დადგენისას საზოგადოების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები: საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2017 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (12 იანვარი, 2018წ.); საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი – 136 000 ლარი – გადამხდელის 2016წ მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით;
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულმა სმფ–ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა – 144 389,53 ლარი (სასაქონლო ზედნადებები). 2017წ 1-11 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები – სულ 60 983,9 ლარი.
2017წ 1 დეკემბრიდან – 2018 წლის 12 იანვრის განმავლობაში რეალიზებული და ჩამოწერილი სმფ-ების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის და უნდაღდო ანგარიშწორების მონაცემები – 12975 ლარი.
საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 20%, (დანართი 21), რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთისა და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების - დანაკლისის საბაზრო ღირებულების მისაღებად.
შევსებულ იქნა დანართი №22-ის (პროექტის) I და II ცხრილები. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 146 290.46 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით -208 025 ლარი. ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით 18 570,3 ლარი.
საზოგადოების დირექტორს 2018 წლის 10 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით.
საზოგადოებამ აღნიშნული შეტყობინების პასუხად წარმოადგინა განცხადება №103670/21-12, რომლითაც აღნიშნულ პროექტს და ინვენტარიზაციით გამოვლენილ შედეგებს არ დაეთანხმა, კერძოდ, მოითხოვა გონივრული ვადა, რომ წარმოედგინა აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მედიაციის საბჭომ 2018 წლის 23 მაისის №68 სხდომის ოქმით საზოგადოების წერილობითი პოზიცია დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარედგინა მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საზოგადოებამ დადგენილ ვადაში 2018 წლის 4 ივნისს წარმოადგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე.
ამრიგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საზოგადოებას გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 200 390,48 ლარი, რაც ს.ს.კ.-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად, ამასთანავე გამოვლენილი დანაკლისი ჯარიმდება საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით, თანხით 20 039.05 ლარი. ასევე, გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 12 915,8 ლარი, რაც ს.ს.კ-ს 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ჯარიმდება 50% ოდენობით 6 457,9 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის №CB895192 და №CB895204 ოქმები, რომელიც იმავე დღეს ჩაბარდა საზოგადოების დირექტორს.
საზოგადოებამ შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 22 ივლისს განსახილველად წარმოადგინა საჩივარი, სადაც:
1. ითხოვს მიეცეს საშუალება, რომ წარმოადგინოს აღურიცხველ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებზე შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად აღრიცხულად ჩათვლილი სმფ-ების ღირებულებით შემცირდეს შესაბამისად დანაკლისიც.
2. 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციით გადმოყვა სმფ-ების ნაშთი 136 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოადგენდა ბავშვის ფეხსაცმელებს. გადამხდელის განმარტებით ეს პროდუქცია იყო დაბალი ხარისხის და რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო საზოგადოების წარმომადგენლებმა პროდუქცია გაანადგურეს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული (როგორც გადამხდელი განმარტავს საჩივარში - გამოუსადეგარი/უვარგისი) სმფ-ები არ აქვს ჩამოწერილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №20350 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარმოედგინა სადავო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა და შესწავლის შედეგის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება).
გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2018 წლის 14 აგვისტოს წარმოადგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას დოკუმენტარულად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
აღნიშნული საბუთების (შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) გათვალისწინებით ინვენტარიზაციით თავდაპირველი ს.მ.ფ.-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 200 390,48 ლარის ნაცვლად გახდა 194 652,6 ლარი, ხოლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ნაცვლად 12 915,8 ლარისა გახდა 6923,3 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილ იქნა ცვლილება საზოგადოების საგადასახადო სამართალდარღვევის №CB895192 და №CB895204 ოქმებში. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შეფარდებული 20 039 ლარის ჯარიმის ნაცვლად, დაერიცხა 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად 19 465 ლარი, ხოლო 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 6 457,9 ლარის ნაცვლად დაერიცხა 3 461,65 ლარი.
ამის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენელმა 2018 წლის 1 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს კორექტირებულ №047-10 საგადასახადო მოთხოვნას, კერძოდ 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციით საზოგადოებას გადმოყვა სმფ-ების ნაშთი 136 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოადგენდა ბავშვის ფეხსაცმელებს. გადამხდელის განმარტებით ეს პროდუქცია იყო დაბალი ხარისხის და რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო საზოგადოების წარმომადგენლებმა პროდუქცია გაანადგურეს. ითხოვს აღნიშნული ფეხსაცმელების ღირებულებამ მონაწილეობა არ მიიღოს ნაშთის გაანგარიშებაში.
გადასახადის გადამხდელს აღნიშნული (როგორც გადამხდელი განმარტავს საჩივარში - გამოუსადეგარი/უვარგისი) სმფ-ება არ აქვს ჩამოწერილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან საზოგადოებას აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული ქონდა 2018 წლის 22 ივლისს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის №20350 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა საჩივარი და საზოგადოებას მიეცა 10 სამუშაო დღე აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს №049-10 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №20350 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საზოგადოების საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა გამოწვეულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისით. 2017 წელს ნაგავსაყრელზე გადაყარა ნაშთად რიცხული დაბალი ხარისხის, შემდგომი რეალიზაციისთვის უვარგისი ფეხსაცმელები. აღნიშნული ფეხსაცმელების ღირებულებამ მონაწილეობა მიიღო სმფ-ის დანაკლისის გაანგარიშებაში. დანაკლისმა შეადგინა 194 652,60 ლარი. აღნიშნული მომჩივანს არ მიაჩნია მართლზომიერად და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის №135957-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დგინდება, რომ 2018 წლის 12 იანვრის №339 ბრძანების თანახმად ჩატარდა საზოგადოების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე საზოგადოების დირექტორს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, რის საფუძველზეც მანვე 2018 წლის 12 იანვარს №1 ბრძანებით შექმნა საინვენტარიზაციო კომისია. ინვენტარიზაციის დაწყებისას დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ასევე, ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე საზოგადოებას სმფ-ების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სმფ-ების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სმფ-ების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). საწარმოში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა 137 510,78 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №16-ის მონაცემების საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ, შეადგინა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების პირვანდელი ღირებულებით (დანართი №21-ის მე-6 სვეტის ჯამი)- 82 354,7 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ კანონით გათვალისწინებულ 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი (დანართი 19-ის I და II ცხრილი) არ იყო სწორად შევსებული. კერძოდ, კომისიის მიერ წარმოდგენილი ნაშთი არ ემთხვეოდა საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილ იქნა დანართი №19 ცხრილი I-II „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი. სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთის დადგენისას საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
 საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2017 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (12 იანვარი, 2018წ,);
 საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი – 136 000 ლარი – გადამხდელის 2016 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით;
 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულმა სმფ–ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა – 144 389,53 ლარი (სასაქონლო ზედნადებები).
 2017 წლის 1-11 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები – სულ 60 983,9 ლარი.
 2017 წლის 1 დეკემბრიდან – 2018 წლის 12 იანვრის განმავლობაში რეალიზებული და ჩამოწერილი სმფ-ების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის და უნდაღდო ანგარიშწორების მონაცემები – 12975 ლარი.
 საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 20%, (დანართი 21), რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთისა და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების - დანაკლისის საბაზრო ღირებულების მისაღებად.
შევსებულ იქნა დანართი №22-ის (პროექტის) I და II ცხრილები. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 146 290.46 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით - 208 025 ლარი. ასევე, გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით 18 570,3 ლარი. საზოგადოების დირექტორს 2018 წლის 10 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. საზოგადოებამ აღნიშნული შეტყობინების პასუხად წარმოადგინა განცხადება №103670/21-12, რომლითაც აღნიშნულ პროექტს და ინვენტარიზაციით გამოვლენილ შედეგებს არ დაეთანხმა, კერძოდ, მოითხოვა გონივრული ვადა, რომ წარმოედგინა აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. მედიაციის საბჭომ 2018 წლის 23 მაისის №68 სხდომის ოქმით მომჩივნის წერილობითი პოზიცია დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარედგინა მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საზოგადოებამ დადგენილ ვადაში 2018 წლის 4 ივნისს წარმოადგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე. ამრიგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საზოგადოებას გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 200 390,48 ლარი, რაც სსკ-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად, ამასთანავე, გამოვლენილი დანაკლისი ჯარიმდება საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით, თანხით 20 039.05 ლარი. ასევე, გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 12 915,8 ლარი, რაც სსკ-ს 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ჯარიმდება 50% ოდენობით 6 457,9 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის №CB895192 და №CB895204 ოქმები, რომელიც იმავე დღეს ჩაბარდა საზოგადოების დირექტორს.
საზოგადოებამ შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 22 ივლისს განსახილველად წარადგინა საჩივარი, სადაც: 1. ითხოვდა მიეცეს საშუალება, რომ წარმოადგინოს აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად აღრიცხულად ჩათვლილი სმფ-ების ღირებულებით შემცირდეს შესაბამისად დანაკლისიც. 2. 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციით გადმოყვა სმფ-ების ნაშთი 136 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოადგენდა ბავშვის ფეხსაცმელებს. გადამხდელის განმარტებით ეს პროდუქცია იყო დაბალი ხარისხის და რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო საზოგადოების წარმომადგენლებმა პროდუქცია გაანადგურეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული (როგორც გადამხდელი განმარტავს საჩივარში - გამოუსადეგარი/უვარგისი) სმფ-ები არ აქვს ჩამოწერილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №20350 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარმოედგინა სადავო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა და შესწავლის შედეგის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება). გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2018 წლის 14 აგვისტოს წარმოადგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას დოკუმენტარულად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღნიშნული საბუთების(შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) გათვალისწინებით ინვენტარიზაციით თავდაპირველი ს.მ.ფ.-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 200 390,48 ლარის ნაცვლად გახდა 194 652,6 ლარი, ხოლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ნაცვლად 12 915,8 ლარისა გახდა 6923,3 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილ იქნა ცვლილება საგადასახადო სამართალდარღვევის №CB895192 და №CB895204 ოქმებში. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შეფარდებული 20 039 ლარის ჯარიმის ნაცვლად, დაერიცხა 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად 19 465 ლარი, ხოლო 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 6 457,9 ლარის ნაცვლად დაერიცხა 3 461,65 ლარი.
ამის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენელმა 2018 წლის 1 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარადგინა საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს კორექტირებულ №047-10 საგადასახადო მოთხოვნას. კერძოდ, 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციით საზოგადოებას გადმოყვა სმფ-ების ნაშთი 136 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოადგენდა ბავშვის ფეხსაცმელებს. გადამხდელის განმარტებით ეს პროდუქცია იყო დაბალი ხარისხის და რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო საზოგადოების წარმომადგენლებმა პროდუქცია გაანადგურეს. საზოგადოება ითხოვდა აღნიშნული ფეხსაცმელების ღირებულებას მონაწილეობა არ მიეღო ნაშთის გაანგარიშებაში. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული (როგორც გადამხდელი განმარტავს საჩივარში - გამოუსადეგარი/უვარგისი) სმფ-ება არ აქვს ჩამოწერილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საზოგადოებას აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული ქონდა 2018 წლის 22 ივლისს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის №20350 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა საჩივარი და საზოგადოებას მიეცა 10 სამუშაო დღე აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 19 ოქტომბრის №30209 ბრძანების თანახმად, საზოგადოების 2018 წლის 1 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივარი განუხილველად დატოვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე