თარიღი: 8/16/2019
ნომერი: 7748/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№7748/2/2019 16.08.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „V...“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, დ. რუხაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 16.08.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „V…“-ს 1.03.2019; 4.03.2019 და 11.03.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №3737 ბრძანება.

დარიცხული თანხა: -2 455 ლარი
მათ შორის:
დღგ - - 2 463 ლარი
ქონების გადასახადი - 7 ლარი
ჯარიმა - 1 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №მ-13306 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 29 დეკემბრის №36221 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №007-528 საგადასახადო მოთხოვნა. საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 29 952 ლარით. მათ შორის, ძირითადი - 13 821 ლარი, ჯარიმა - 14 248 ლარი და საურავი - 1 883 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 16 მარტის №5788 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს 2014, 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით მოგების გადასახადში და დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 2017 წლის საანგარიშო პერიოდის ფასნამატის გაანგარიშების საკითხის შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აპრილის დასკვნა, 15.05.2018 წლის №11367 ბრძანება და ამავე თარიღის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა, რის შესაბამისადაც მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 5 804 ლარის ოდენობით. მათ შორის, ძირითადი - 2 054 ლარი და ჯარიმა - 3 750 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.05.2018 წლის №5535/2/2018 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის №17971 ბრძანებით სადავო საკითხში კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირადაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და 29.12.2017 წლის №007-528 და 15.05.2018 წლის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა 17.07.2018 წელს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამასთან, მომჩივანი ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას. დავების განხილვის საბჭოს 3.10.2018 წლის №6309/2/2018 წლის გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების მართლზომიერების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2018 წლის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ნაწილში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2018 წლის დასკვნა, 26.07.2018 წლის №19629 ბრძანება და 27.07.2018 წლის №007-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა და საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 8 ლარი. მათ შორის, ქონების გადასახადი - 7 ლარი და ჯარიმა - 1 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 10 სექტემბრის №24945 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება 13.09.2018 წელს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.10.2018 წლის №6693/2/2018 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
2018 წლის 26 დეკემბერს და 2019 წლის 24 იანვარს გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა 2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №3737 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წლის 15 მაისის №007-130
საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი წარმოდგენილი იყო ასევე 2018 წლის 17 მაისს. ხოლო, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის №17971 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია:
„1. შპს „V…“-ს 2018 წლის 7 მაისის საჩივარი 2018 წლის 1 მაისის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ №007-11388 შეტყობინების გაუქმების ნაწილში დარჩესგანუხილველი.
2. შპს „V…“-ს 2018 წლის 17 მაისის საჩივარი 2017 წლის 29 დეკემბრის №007-528 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
როგორც აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილიდან ირკვევა, საჩივარი 2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“.
როგორც ზემოთ აღინიშნა შემოსავლების სამსახურმა იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად გაფორმდა 2018 წლის 12 ივლისის №17971 ბრძანებით.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ 2018 წლის 14 ივნისს N3/3458-18 საქმეზე გამოსცა განჩინება ხარვეზის შევსების შედეგად სარჩელის წარმოებაში მიღების და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ, განჩინებაში აღნიშნულია, რომ „2015 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართა შპს „V...“-ს წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახუის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს: საგადასახადო შემოწმების დასკვნა №545; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა; აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მაისის №11367 ბრძანება; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №5788 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილება...“
საკითხის ანალიზისას შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ პუნქტზე, რომლის თანახმად: „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;
ვინაიდან დადგენილია, რომ სასამართლომ 2018 წლის 14 ივნისს N3/3458-18 საქმეზე
გამოცემული განჩინებით წარმოებაში მიიღო სარჩელი 2018 წლის 14 მაისის №11278 ბრძანების და 2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმავე დავის საგანზე განიხილოს საჩივარი.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად:
„1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:
დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი.“
გამომდინარე იქედან, რომ არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ თაღლითმა აუდიტორებმა გამოსცეს ყალბი აქტები. საგადასახადო მოთხოვნებს არ გააჩნია გამომცემი ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ თაღლითმა და მექრთამე იოსებ ბაღათურიამ გაუყალბა საბუთები და მიითვისა გადამხდელის უძრავ/მოძრავი ქონება, რასაც ასაჩივრებს სასამართლოში. როდესაც კეთილსინდისიერმა აუდიტორებმა შეისწავლეს მისი საქმე, მადლობა გადაუხადეს კეთილსინდისიერებისთვის და ბოდიში მოუხადეს დროის გაცდენისთვის. აღნიშნული შემოწმების აქტი არ ჩაბარებია, გადამალულია. შემდგომ ჩაბარდა ყალბი შემოწმების აქტი. ტელეფონების დამტვრევის, მაგიდის გადაბრუნების და სკამების დამტვრევის შემდგომ მიიღო შეხვედრაზე აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, რომელმაც დაავალა აუდიტორს უკანონო შემოწმების აქტის სასწრაფო წესით გაუქმება. თაღლითმა აუდიტორმა მოტყუებით დააწყნარა, გაასაჩივრე და გავაუქმებთო.
გადამალულია ოქმები. აუდიტის დეპარტამენტის თაღლით აუდიტორებს სავარაუდოდ ქრთამის მიღების სანაცვლოდ შედგენილი აქვთ ყალბი ოქმები. საქმის დასრულების შემდეგ საზოგადოების დირექტორის წინააღმდეგ ამართული ცოცხალი ვერავინ დარჩება.
შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №26, №57 და №73 ოქმები თაღლითობით გადამალული აქვთ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში და შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში შემსრულებლებს. ისინი მოქმედებენ თაღლითი აუდიტორების დასაცავად და წერენ ყალბ ოქმებს №19 და №58. ყალბი ოქმების საფუძველზე წერენ უკანონო ბრძანებებს, რომლის მიზანია გადამხდელის გაკოტრება და გააკოტრეს კიდეც, გადამხდელს უკვე ორი წელია შეჩერებული აქვს მუშაობა. აუდიტორებმა იოსებ ბაღათურიასაგან მიიღეს ქრთამი და შექმნეს ყალბი შემოწმების აქტი. მომჩივანი ითხოვს ყალბი აქტის გაუქმებას და ზედმეტად გადახდილი და ჩამოჭრილი თანხების დაბრუნებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება კეთილსინდისიერ გადამხდელზე გამოყენებულ იქნეს არაპირდაპირი მეთოდი.
ყალბი აქტები თაღლითმა აუდიტორებმა შექმნეს ქრთამის სანაცვლოდ, გადამხდელის გადაუმოწმებლად და გაუფრთხილებლად, რაც გაუქმებულია და გაუქმდეს განმეორებით ყველა უკანონო ჯარიმები და უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები დაუბრუნდეს გადამხდელს, რათა არ მოხდეს საზოგადოების გაკოტრება.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №მ-13306 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 29 დეკემბრის №36221 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №007-528 საგადასახადო მოთხოვნა. საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 29 952 ლარით. მათ შორის, ძირითადი - 13 821 ლარი, ჯარიმა - 14 248 ლარი და საურავი - 1 883 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 16 მარტის №5788 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს 2014, 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით მოგების გადასახადში და დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 2017 წლის საანგარიშო პერიოდის ფასნამატის გაანგარიშების საკითხის შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აპრილის დასკვნა, 15.05.2018 წლის №11367 ბრძანება და ამავე თარიღის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა, რის შესაბამისადაც მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 5 804 ლარის ოდენობით. მათ შორის, ძირითადი - 2 054 ლარი და ჯარიმა - 3 750 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.05.2018 წლის №5535/2/2018 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის №17971 ბრძანებით სადავო საკითხში კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირადაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და 29.12.2017 წლის №007-528 და 15.05.2018 წლის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა 17.07.2018 წელს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამასთან, მომჩივანი ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას. დავების განხილვის საბჭოს 3.10.2018 წლის №6309/2/2018 წლის გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების მართლზომიერების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2018 წლის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ნაწილში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2018 წლის დასკვნა, 26.07.2018 წლის №19629 ბრძანება და 27.07.2018 წლის №007-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა და საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 8 ლარი. მათ შორის, ქონების გადასახადი - 7 ლარი და ჯარიმა - 1 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 10 სექტემბრის №24945 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება 13.09.2018 წელს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.10.2018 წლის №6693/2/2018 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
2018 წლის 26 დეკემბერს და 2019 წლის 24 იანვარს გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა 2018 წლის 15 მაისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №3737 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე