თარიღი: 9/27/2019
ნომერი: 5589/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№5589/2/2018 27.09.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „კ...“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 27.09.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „კ.-ის“ 30.03.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
2015 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული თანხები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №5104 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის №007-372 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 166 918 ლარი
მათ შორის:
დღგ - 54 969 ლარი
მოგების გადასახადი - 45 068 ლარი
ჯარიმა - 50 018 ლარი
საურავი - 16 863 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 მაისის №13919 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 13 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 16 ნოემბრის №30613 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №007-372 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 166 918 ლარით. მათ შორის, ძირითადი - 100 037 ლარი, ჯარიმა - 50 018 ლარი და საურავი - 16 863 ლარი. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 12 მარტის №5104 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ფასნამატის გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
2019 წლის 25 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც სსკ-ის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს განუხილველად დარჩეს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, ვინაიდან უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე