დავების განხილვის საბჭო
დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს.
საბჭო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი შემადგენლობა განისაზღვრება აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დავების განხილვის საბჭოს წევრი შემდეგი პრიორიტეტულობით :