საბჭოს აპარატი
საბჭოს მიერ საჩივრების განხილვის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულებით შექმნილია საბჭოს დამხმარე სტრუქტურული ქვედანაყოფი - დავების განხილვის სამსახური, რომელიც ასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას.
დავების განხილვის საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას.
დავების განხილვის საბჭოს აპარატის თანამშრომლები მზად არიან მოუსმინონ თქვენს შეკითხვებს და გაგიწიონ კვალიფიციური დახმარება საჩივრის წარდგენასა და სამართალწარმოების სხვა პროცუდულ საკითხებთან დაკავშირებით.
საბჭოს აპარატის თანამშრომლებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: